პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლებაზე და განაცხადა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადაგმული ნაბიჯი.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენებთან მთავრობას კიდევ რამდენიმე შეთავაზება აქვთ.
„გამოკვეთილი არის 4 ძირითადი მიმართულება. პირველი, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები. ეს არის უპირველეს ყოვლისა საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი ანუ კონკრეტულად მაქვს მხედველობაში განაწილებული მოგების დაბეგვრა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს არის საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების მაქსიმალურად რეგლამენტირება. ასევე, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისათვის, რომ ავიცილოთ თავი წინასწარი პატიმრობებისგან, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს. რეფორმების მეორე ბლოკი არის ჩართულობის რეფორმა. მესამე მთავარი ბლოკი იქნება რეგიონების განვითარება. მეოთხე, ეს იქნება საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






