საპარტნიორო ფონდის აღმასმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება.
დავით საგანელიძე ოფიციალურ შეხვედრბს ბრატისლავას მერთან და ექსიმბანკის პრეზიდენტთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები სლოვაკეთის რეგიონების გუბერნატორებთანაც. საარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დრექტორი ტურიზმის სექტორში რამდენიმე მსხვილი ობიექტის გახსნასც დაესწრება. დავით საგანელიძე სლოვაკეთში კომპანია EUROCOM-ის მიწვევით იმყოფება. სლოვაკური კომპანია საქართველოში რამდენიმე ეკო პროექტის კერძოდ თბილისის ზღვის მიმდებარედ გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარების და თბილისში ეკო ტრანსპორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით სლოვაკური „ექსიმბანკისა“ და EUROCOM-ის დირექტორებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს საქართველოს მთავრობასა და საპარტნიორო ფონდში.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სლოვაკეთის შედეგ ავსტრიას ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. დავით საგანელიძე პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ფონდის საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობს. განიხილება სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მასალის გამოყენების პირობები






