მსახიობ დიმა ტატიშვილს იდუმალი სანტა მოგვიანებით ეწვია და სამსახურში მისულს წერილი და საჩუქარი დახვდა. მსახიობი ამ ფაქტმა ზალიან გაახარა და ყველას მოუწოდებს, რომ მსგავსი სიხარული ერთმანეთს ხშირად უნდა მიანიჭონ ადამიანებმა, რათა კარგი განწყობა და პოზიტივი ბევრად უკეთესია ვიდრე პირიქით.
„გუშინ რუსთავი 2-ში მისვლისას გადმომცეს სასაჩუქრე „სანტა“ და მითხრეს, რომ ვიღაცამ ჩემთვის დატოვა. შიგნით დამხვდა შოკოლადი და წერილი. ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა!!! შოკოლადი, რა თქმა უნდა, მალევე „მოისპო“, მაგრამ სითბო და ის სასიამოვნო გრძნობა, რომელიც აქ სიურპრიზის გამო მაქვს, ნამდვილად კიდევ დიდ ხანს გამყვება“. დიდი მადლობა ჩემი ასეთი გახარებისთვის. მიმაჩნიოა რომ ეს მისაბაძი მაგალითია და ჩვენ ყველამ უფრო ხშირად უნდა გავახაროთ ხოლმე ერთმანეთი, გინდა მსგავსი სიურპრიზებით, გინდა სხვა საჩუქრებით“. თუ ამ სიურპრიზის ავტორი მომცემს საშუალებას რომ პირადად გადავუხადო მადლობა, კიდევ ერთხელ გამახარებს“.
P.S. სხვა თემაა, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია: არა გაზპრომს!!!“- წერს დიმა ტატიშვილი ფეისბუკზე.

მასალის გამოყენების პირობები






