ჩიქოვანის თქმით, კაბელების საქმე, მთლიანად არის აგებული იმ მოცემულობაზე, რომ „დელტა კომმი“ „სილქნეტზე“ უფრო იაფად განახორციელებდა მომსახურებას.
„კაბელების საქმის“ მიმდიანეობისას დელტაკომი დაჟინებით აცხადებდა, რომ ის თავდაცვის სამინისტროს მომსახურების გაწევას უფასოდ სთავაზობდა. ყველა ექსპერტული დასკვნა ყველა სამხილი, რომელსაც ბრალდება, ანუ პროკურატურა წარმოადგენს, ეყრდნობა მოცემულობს, რომ „დელტ აკომმის“ სატენდერო შეთავაზებით, ეს კომპანია უფასოდ განახორციელებდა სატენდერო პირობებში მოცემულ ვალდებულებებს.
თუმცა ამ დოკუმენტით, რომელიც ერთ-ერთმა მოწმემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტმენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკმა თ. მირიანაშვილმა წარმოადგინა, ირკვევა შემდეგი: დელტაკომი არ აპირებდა უფასოდ მომსახურებას და მეტიც, რა საფასურსაც ითხოვს „დელტა კომმი“ 13 მილიონი ლარიტთ უფრო მეტია, ვიდრე დღეს ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.
ამ დოკუმენტით ნათლად დგინდება - ტენდერის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტთან’ გააფორმა, 13 მილიონ ლარზე მეტი იქნა დაზოგილი. აქედან გამმომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და ამ ახალ გარემოებას მიიღებს მტკიცებულებად.
ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კაბელების საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასურებდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალეულობას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი - ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყეტილებას და ამ დოკუმენტს ცნობს მტკიცებულება - რაც „კაბელების საქმეს“ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაანგრევს“ - აცხადებს ჩიქოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






