ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა ყოველვის სასურველი არ არის. ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთება მხოლოდ იქამდეა მეტნაკლებად დასაშვები, სანამ ეს თავად სურს ადამიანს, რომელიც ინტერესის ობექტია.
„მე მესმის, რომ სხვისი პირადი ყოველთვის საინტერესოა. განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მაგრამ ცხვირის ჩაყოფის უფლება სხვის ცხოვრებაში, გვაქვს იქამდე, სადამდეც ეს თავად სურს ადამიანს.
მანამდე ვიდრე ააოხრებთ სხვის ცხოვრებას, ენებს მოიფხანთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მათგანი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ. ჩვეულებრივი ემიციებით, ტკივილებით, პრობლემებით..
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თოთოეულ ჩვენგანს გვაქვს ის რაღაც, რაზეც არ გვინდა სხვებმა იჭორაონ, გათელონ, შეალამაზონ, გააზვიადონ.
ვიდრე სხვის პირადს მოთხრით, ან სხვას, გახსოვდეთ ის რაღაც, რაც თქვენია და სხვამ რომ ისაუბროს არ გინდათ! ბუმერანგია ეს ცხოვრება და პირდაპირ ცხვირში მოგხვდებათ რასაც დათესავთ.
იმედია მოვა დრო, როცა ყველა ვიტყვით, რომ სხვისი პირადი ჩვენ არ გვეხება. წარმატებები მეგობრებო!“- წერს ნანუკა ფეისბუკის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






