„ტვ25“-მა ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივები გამოკითხა, ციხისძირელების თქმით, ტერიტორიითა და ნარგავების ბედით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხისძირში ადგილობრივებმა ორი კვირის წინ არაერთხელ ნახეს. მათი თქმით, ივანიშვილი ხეებსა და ტერიტორიას, ასევე სანაპირო ზოლს გულდასმით ათვალიერებდა. ყოფილი პრემიერის ვიზიტების შემდეგ მუშაობა გზის გასაყვანად მძიმე ტექნიკამ დაიწყო.
ნებართვის გარეშე მიმდინარე სამუშაოების მიზნებთან დაკავშირებით პასუხების გაცემა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისაგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა.
არჩილ ხაბაძემ საკითხზე განმარტების გაკეთება დღეს არ ისურვა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი „ტვ25“-ის შეკითხვებს არ უპასუხეს. მედიასაშუალებას ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის პრეს-სამსახურმა მიაწოდა, მათი განცხადებით ტერიტორიიდან ასწლოვანი 8 ტიტას ხის ამოღება და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დაფინასებით მშენებარე ფილარმონიის ეზოში გადარგვა სწორედ აჭარის მთავრობის განკარგულებით იგეგმება. აქვე განმარტეს, რომ რვა ხიდან სამი კერძო საკუთრება იყო, რომელიც რეგიონის მთავრობამ შეისყიდა. თუმცა იმ მიზეზით, რომ საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება, კომენტარი არ გააკეთეს. ჟურნალისტებმა პირს, რომელმაც ხეები გაასხვისა, სოფელში ვერ მიაკლვლიეს. ადგილობრივები მსგავს ინფორმაციას უარყოფენ. აჭარის მთავრობის აპარატის პრეს-სამსახურში განცხადებით არჩილ ხაბაძე აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში ისაუბრებს.
წყარო www.tv25.ge
მასალის გამოყენების პირობები






