,,ბევრჯერ ინანებს ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას... არჩევანი მასზეა, გაურიგდება თუ არა ივანიშვილს“
პოლიტიკა - 18:48, 16 Jan, 2016     2296
,,რატომ არ შეიძლება, შეიქმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი, ანტიკრიზისული მთავრობა, რომელიც ადგილს არ დატოვებს პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებისთვის“ - ვის გულისხმობს პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილებში ,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის'' პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე და როგორ უყურებს ის პაატა ბურჭულაძის პერსპექტივას.

როგორც ნესტან კირთაძე გაზეთ ,,ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მომავალი არჩევნები აჩვენებს იქნება თუ არა ბურჭულაძე ისეთივე ვარსკვლავი პოლიტიკაში, როგორიც სცენაზე იყო.

_პაატას ვუდასტურებ პატივისცემას. გავლენით, ავტორიტეტით, ბევრი საინტერესო და სასიკეთო პროექტი წამოიწყო. დღეს ის პროცესშია. თუკი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მომავალი გვიჩვენებს, პოლიტიკაშიც ისეთივე ვარსკვლავი იქნება თუ არა, როგორიც სცენაზეა. ამის შანსი, გარკვეულწილად აქვს, რადგან კომუნიკაბელურია, აქვს კარგი კონტაქტები...

_ მაგრამ არ აქვს გამოცდილება.

_ შეიძენს. თუმცა, ბევრჯერ ინანებს ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას. ეს ბევრად რთული ბრძოლაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მით უმეტეს, დღეს, როცა პროგნოზი ასეთია _ ამომრჩეველს ვეღარანაირი დაპირება ვეღარ მიიყვანს საარჩევნო ურნასთან. მოსახლეობის 60% კი იმედგაცრუებულია და არ იცის, მხარს ვის დაუჭერს.

რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ბურჭულაძეს პატრიარქმა ურჩია, პოლიტიკაში მოსულიყო, კირთაძე ამას ინსინუაციებს უწოდებს და ამბობს, რომ ,,პატრიარქი ასე ღიად არავის უცხადებს მხარდაჭერას. მან შეიძლება კურთხევა მისცეს სულიერ შვილს, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე“.

ნესტან კირთაძე პაატა ბურჭულაძისა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ურთიერთობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ,,ბიძინას აქვს უნარი, ჯერ დააკვირდეს ვითარებას და თუ დასჭირდა, უთხრას ბურჭულაძეს, ,,შენი ,,აქციები'' ღირს ამდენი, ჩემი ამდენი, შევთანხმდებით, ძმაო''... ივანიშვილი ხომ, ,,აქციებით'' განიხილავს ადამიანებს....

_ ანუ, ბურჭულაძე-ივანიშვილი დღეს ცალ-ცალკე ბანაკში არიან, მაგრამ მოსალოდნელია, გარიგდნენ?

_ ეს საფრთხე ყოველთვის არსებობს, როცა პოლიტიკაში დიდი ფულის მქონე ადამიანია. რა გგონიათ, ჰაერში რომ იკვანწებიან დღეს ჩვენი პოლიტიკოსები, ზოგიერთები გასაყიდად ემზადებიან. გაურიგდება თუ არა, არჩევანი ბურჭულაძეზეა. მოსალოდნელი გარიგებები ნაკლებად სადარდებელია, სანერვიულო ისაა, ბრძოლა, რომელზეც მოგახსენეთ, სხვა, უფრო მსხვილ აქციონერთან არ იყოს გარიგებული. ძალიან მაშინებს ,,გაზპრომის'' თემა, რუსული სიკეთეების პროპაგანდა...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42