თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს
სოც.მედია - 16:03, 16 Jan, 2016     5577
თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს:

„ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.

თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე (მთლიანი, არა ფიცრებისა და ტოტებისგან დამზადებული), ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის“, ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვენენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.

ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ - მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.

ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტიურად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ჰოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს... რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.

თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.

დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.

მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42