,,სავარაუდოა, რომ ხანძარი გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ ხელოვნურად გააჩინეს“ - თბილისის მერიის განცხადება
პოლიტიკა - 15:50, 16 Jan, 2016     4257
თბილისის მერია დღეს, ძველ თბილისში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, დედაქალაქის მთავრობა გამოთქვამს ეჭვს, რომ ხანძრის გაჩენა მიზანმიმართულად მოხდა. მერიის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, დღეს, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, კერძოდ კი საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა უშუალოდ სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის (აბესაძის 21-ის) სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის (აბესაძის 20-ის) ხის აივანი, ფასადები.

დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფს თბილისის მერია, მისი შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით.

ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად.

სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს."- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ ძველი თბილისის რაიონში ხანძარი დღეს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის დავით გელაშვილის განმარტებით, ხანძრის დროს დაახლოებით 75-80 კვ.მ ფართობი დაიწვა.


ფოტო აღებულია ფეისბუკგვერდიდან "ტფილისის ჰამქარი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42