,,პანორამა თბილისი იყო ტესტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ვერ ჩაბარა“
პოლიტიკა - 13:21, 16 Jan, 2016     1719
ჩვენ ვერ გავცდით ვითარებას, როდასაც ქალაქში წესებს ადგენს ინვესტორი და არა ქალაქი! ჩვენ ვერ გავცდით ვითრებას, როდესაც ქალაქი არ ვითარდება ერთი კონკრეტული ადამიანის გემოვნებისა თუ ინტერესების გამო! ამის ნათელი მაგალითია ისტორიულ ქალაქში დაგეგმილი გრანდიოზული პროექტები და მათ შორის „პანორამა თბილისი“ - ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ ამაშუკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პანორამა თბილისი ეს იყო ტესტი, რომელიც ვერც ბიძინა ივანიშვილმა და ვერც ხელისუფლებამ ვერ ჩაბარა..

,,ნიშანდობლივია რომ , თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული გენგეგმის შემსრულებელი კომპანია საჯაროდ აცხადებს, რომ მხარს უჭერს პანორამა თბილისს, ისევე როგორც, ქალაქის არქ. სასმახურის ხელმძღვანელი, დანიშვნიდან პირველივე კომენტარში, რევერანს უკეთებს ივანიშვილს და ამბობს, რომ არც მისთვის წარმოადგენს „პანორამა“ პრობლემას და ახლა თავად ამ პროექტის მენეჯერი ინიშნება მერის მოადგილედ.

ფაქტიურად იყო ქართუ ჯგუფის წარმომადგენელი და მოგწონდეს პანორამა ეს წარმატებისა და კარიერული ზრდის უტყუარი კომპონენტებია. შესაბამისად ვღებულობთ კიდევაც არაპროფესიონალ კადრებს , რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ ქალაქის განვითარების კუთხით.

მიუხედავად დეკლარირებისა და დაპირებებისა გრძელდება ქალაქის არა ადეკვატური, ქაოტური განაშენიანება, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედაქალაქის ვითარებას კიდევ უფრო ამძმებს“ - განაცხადა ამაშუკელმა.

მისი თქმით, ქალაქში ურბანული თვალსაზრისით კვლავ გაუმართლებელი პროექტებია, რასაც ქალაქი ეკოლოგიურ და სატრანსპორტო კატასტროფამდე მიჰყავს. ამაშუკელის განცხადებით, სამწუხაროდ, გამიზნულად თუ უცოდინრობით ქალაქის ხელისუფლება ვერ ახერხებს ქალაქის ინტერესები დაეცვას, რის შედეგადაც ზარალდება ქალაქი და ქალაქის მაცხოვრებლები.

,,ჩვენ დღეს ისევ ვხედავს ურბანული თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელ პროექტებს, ქალაქში სოკოებივით იზრედებიან ურბანული თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელი, მაღალსართულიანი კორპუსები, ისევ მიმდინარეობს კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა“ - განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42