უკრაინასა და ჩინეთს შორის რუსეთის გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა
პოლიტიკა - 19:39, 15 Jan, 2016     2221
უკრაინასა და ჩინეთს შორის რუსეთის გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა.

ექსპერიმენტული ბორანი სატვირთო მატარებელთან ერთად ილიჩევსკის პორტიდან საზეიმოდ გაუშვეს.

ახალი მარშრუტი საქართველოზე, აზერბაიჯანსა და ყახაზეთზე გაივლის და იქნება ალტერნატიული გზა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ ქვეყნებში ტვირთი რუსეთის გვერდის ავლით ჩაიტანოს.

მარშრუტში შედის შავი და კასპიის ზღვების საბორნე კვანძები.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტრადიციულ სახმელეთო მარშრუტებთან შედარებით ახალი გზა კონკურენტული უნდა გახდეს.

ოთხივე ქვეყანამ აღნიშნული მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის შეღავათიანი ტარიფების დადგენის თაობაზე პროტოკოლი უკვე გააფორმა.

დღევანდელ ცერემონიას ოფიციალურ პირებთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

„როდესაც ჩვენ ვაშენებდით ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, ყველა დამცინოდა, იძახოდა, რომ ვერ დავტვირთავთ. მე ვამბობდი, რომ დავტვირთავ აუცილებლად, იმიტომ რომ გაჩნდება ახალი ტვირთი, ახალი ბრუნვა დაგვემატება და რუსეთის ტვირთებს წამოვიღებთ აქეთ. ეს უბედურება რომ არ დამართვნოდა საქართველოს, დღეს უვე იქნებოდა ლაზიკის პორტი და მთელ ტვირთებს, რომელიც აქ ვერ წამოვიდა, წამოვიღებდით ლაზიკათი. დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი, როდესაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ შეაჩერეს ლაზიკის პორტის მშენებლობა. ის უკვე მინიმუმ 2 წლის დამთავრებული უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42