ოპოზიცია ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს, უმრავლესობა ბოდოკიას ბრალდებებს არც კი განიხილავს
პოლიტიკა - 19:25, 15 Jan, 2016     1406
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას სკანდალურ განცხადებას საკრებულოს წევრები აფასებენ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა- თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ყოფილი პრემიერ-მინიტრის ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს.

„უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელობა და თბილისის მერიც. უნდა გაირკვეს რატომ არის, რომ თბილისელების ბიუჯეტი ხმარდება ერთი ადამიანის ნება-სურვილების განხორციელებას და რატომ არის, რომ თბილისელების პრობლემები იქმნება სწორედ იმიტომ, რომ თბილისის მერიაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ჯოკია ბოდოკიას დღევანდელი განცხადებები არასერიოზული და საფუძველს მოკლებულია.

"საფუძველს მოკლებული განცხადების შესწავლას არ ვაპირებთ"- თქვა მან თემის კომენტირებისას.

დეპუტატი გოჩა ბაბუნაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ჯოკია ბოდოკიას ასეთი ინფორმაცია ვერ ექნებოდა.

„გამორიცხულია, რომ მას ასეთი ინფორმაცია ჰქონოდა. მე ვფიქრობ, რომ უფრო გაბრაზებული კაცის პოზიციიდან საუბრობს ბატონი ბოდოკია“ - აცხადებს გოჩა ბაბუნაშვილი.

ჯოკია ბოდოკიას განცხადებებს აბსურდულს უწოდებს თბილისის ვიცემერი ლაშა აბაშიძე, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სასჯელს პანორამა თბილისის საქმესა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ბოდოკიას განცხადებით მერიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავს და ვახტანგ გომელაურის უწყებაშივე ბრალს სდებს მისი დანაშაულის პროვოცირებაშიც.

პატიმრობაში მყოფი ბოდოკია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავით ნარმანიას და ალექსანდრე მარგიშვილის მერიიდან გაშვებას ითხოვდა.

ამის შესახებ ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ეს მოთხოვნა პანორამა თბილისის უკავშირდებოდა.

გარდა ამისა მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში განათავსეს, მასზე ზეწოლა განხორციელდა.

როგორც ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ღიად სთხოვდნენ ჩვენებებს ალესანდრე მარგიშვილის წინააღდეგ.

მისი ინფორმაციით, შუამავალი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი იყო, რომელიც მას პროკურატურის იმდროინდელი მაღალჩინოსნების ირაკლი შოთაძის და გიორგი გოგაძის დანაბარებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42