მეტიც, დედაქალაქის მერი თვლის, რომ ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე სხვა პიროვნების მიერ დაწერილი ტექსტი წაიკითხა.
"ჯოკია ბოდოკიამ გადაწყვიტა ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვერც ამ სახის აბსურდებით და ვერც რაიმე სახით ყურადღების გადატანით, კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ, სკანდალური განცხადებაგააკეთა.
პატიმრობაში მყოფი ბოდოკია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავით ნარმანიას და ალექსანდრე მარგიშვილის მერიიდან გაშვებას ითხოვდა.
ამის შესახებ ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ეს მოთხოვნა პანორამა თბილისის უკავშირდებოდა.
გარდა ამისა მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში განათავსეს, მასზე ზეწოლა განხორციელდა.
როგორც ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ღიად სთხოვდნენ ჩვენებებს ალესანდრე მარგიშვილის წინააღდეგ.
მისი ინფორმაციით, შუამავალი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი იყო, რომელიც მას პროკურატურის იმდროინდელი მაღალჩინოსნების ირაკლი შოთაძის და გიორგი გოგაძის დანაბარებს.
მასალის გამოყენების პირობები






