სოკარი ფეხბურთის ფედერაციას აღარ დააფინანსებს?- გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი, ამ ეტაპზე უცნობია
პოლიტიკა - 18:09, 15 Jan, 2016     1619
აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

როგორც ირკვევა, ფედერაციასა და „სოკარს“ შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა. აზერბაიჯანული კომპანია 2012 წლიდან ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალური სპონსორი იყო, თუმცა გაგრძელდება თუ არა ხელშეკრულება ამის თქმა ორივე მხარეს უჭირს.

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, სოკარის მიერ დაფინანსებაზე უარის თქმას არ ადასტურებენ.

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით გარკვეული არაფერია და ფედერაცია ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც სოკართან, ასევე სხვა კომპანიებთან“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

„ნიუპოსტი“ აღნიშნულ თემაზე „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელსაც ესაუბრა.

ირაკლი ზუბიტაშვილი აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია „სოკარს“ შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში „სოკარი“ ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობდა ფეხბურთის ფედერაციასთან. ჩვენი მხრიდან, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ქართული ფეხბურთისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარება, სათამაშო მოედნებზე ევროპის დონის საფარების დაგება, ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა და სხვა უამრავი. მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს ეს კონტრაქტი ამოიწურა, არ გაუქმებულა, უბრალოდ ვადა ამოეწურა. ამის პარალელურად შეიცვალა ფედერაციის მმართველობა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება კონტრაქტის გაგრძელების ფორმატზე, ვმსჯელობთ იმაზე, როგორ შეიძლება ურთიერთობის გაგრძელება“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ზუბიტაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა დაზუსტებით ითქვას, რომ სოკარი ფეხბურთის ფედერაციას კვლავ დააფინანსებს კომპანია“ სოკარის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გვაქვს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან. დააფინანსებს თუ არა კომპანია მომავალში ფედერაციას, ეს დამოკიდებულია მოლაპარაკების შედეგებზე“- განმარტა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობა საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ მოლაპარაკებით ხომ არ არის გამოწვეული, რაც ირაკლი ზუბიტაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას გამორიცხა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42