ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად თვალთვალისა, მისი მაკომპრომენტირებელი ფაქტები ვერ იარსებებს.
,,კისერი უტეხიათ ახლა, წავიდნენ და მართლა ვინც არიან კორუმპირებულები და საძაგლები იმათ უთვალთვალონ, მეც მითვალთვალონ თუ არ ეზარებათ, იარონ ჩემთან ერთად და ქალაქს დავათვალიერებინებ ხოლმე სუს-ის თანამშრომლებს"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების დაშანტაჟებაზე მუშაობს და ამ პროცესებში აქტიურად ჩართულნი არიან დიასპორის მინისტრისა და სუსის უფროსის მოადგილეები. აღნიშნული განცხადება კილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კილაძის თქმით იგეგმება შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების დაშანტაჟება.
მასალის გამოყენების პირობები






