ევროპელი კოლეგები გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ
პოლიტიკა - 16:55, 15 Jan, 2016     1197

საბერძნეთის, ლიტვის, ბელორუსის, რუმინეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ და ქართველ კოლეგას წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ. მეგობარი ქვეყნების ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ.

"საბერძნეთის მთავრობა და პირადად მე იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროს ჩვენ შევძლებთ ჩვენი ისტორიული, საუკუნოვანი და მეგობრული ურთიერთობებისთვის ახალი ბიძგის მიცემას, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ,"-ნათქვამია ელინური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპარისის მისალოც წერილში.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩუსი და აცხადებს, რომ ლიტვა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებაში.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიღწეულ პროგრესს უსვამს ხაზს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი დაჩიან ჩოლოში. რუმინელი ლიდერის თქმით, საქართველომ ბევრს მიაღწია. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე მიეცემათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

"რუმინეთი არის თქვენი ქვეყნის მეგობარი და მხარდამჭერი ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში. ეს კი ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს,"-აღნიშნულია მილოცვაში.

სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე ამახვილებს ყურადღებას ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

ბელორუსსა და საქართველოს შორის როგორც ორმხრივი, ისე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს ბელორუსის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42