ფრაქცია "ქართულ ოცნება" სრული შემადგენლობით, მეუღლეები - სადღესასწაულო ფორმაში.
პოლიტიკოსებმა ძველით ახალი წელს შეხვედრა ერთმანეთის დაბედებით გადაწყვიტეს.
პომპეზური შეხვედრა არც მედიას გამორჩენია, ჟურნალისტები თითქმს მთელი ღამე ელოდნენ შეხვედრიდან გამოსულებს.
რესტორანი ერთ-ერთმა პირველმა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა და ადგილზე შეკრებილ ჟურნაისტებს სიყვარულში გამოუტყდა: "ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ!" - მიმართა ოლიგარქმა ჩვენს კოლეგებს.
რესტორანში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ ფრაქციის რამდენიმე წევრმა გააკეთა.
მათი განცხადებით, შეხვედრა არაოფიციალური იყო და პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა არ გამართულა.
როგორც ირკვევა, საგურამოს კორპორატიული შეკრება ,,ქართული ოცნების წევრებს 50-50 ლარი დაუჯდათ, ვინც მეუღლე წამოიყვანა თან მან 100 ლარი დადო. ფული არ დაუდია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს.
სუფრის თამადა დეპუტატი თემურ ჭკუასელი იყო, რომელსაც :ოცნების" შეკრების დეტალები გამოვკითხეთ.
დეპუტატმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილიმა საარჩევნო სიის შესახებაც ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში დასაქმდებიან.
დეპუტატი ირწმუნება, რომ სუფრასთან სხვა სახის პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა და დეპუტატებმა დრო სიმღერასა და ხუმრობას დაუთმეს.
თემურ ჭკუასელი: რატომ გამოიწვია ამ შეხვედრამ ასეთი ინტერესი ვერაფრით ვერ ვხვდები. სიყვარული გამოვხატეთ ერთმანეთის მიმართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
-რა სტატუსით ესწრებოდა თქვენს თავშეყრას ირაკლი ღარიბაშვილი?
-ის ჩვენი მეგობარია და ეს სიყვარული იყო მისი სტატუსი. მოგეხსენებათ, გუშინ იყო ძველით ახალი წელი, როგორც გურიაში ეძახიან კალანდობა. რახან 1 -ში ყველა თავის ოჯახში ხვდება, გუშინ შევიკრიბეთ. საპატიო სტუმრები იყვნენ ბატონები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
- პოლიტიკოსები ერთ სივრცეში და არანაირი პოლიტიკა?
- ჩვეულებრივი ტრადიციული სურა იყო, სიმღერითა და ხუმრობით.
- რესტორნის საფასური ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა?
- არა, პირიქით გვისაყვედურა, მე რატომ არ დამადებინეთ ფულიო. ვინც კენტად იყო მოსული - 50, წყვილებმა კი 100 ლარი დადეს.
- პირველი სადღეგრძელოთი ბიძინა ივანიშვილი დალოცეთ თუ სამშობლო?
- გურიაში ასეთი ტრადიციაა, მამა ზეციერს ვუხდით მადლობას, რომ საღმრთო მადლით ვართ შეკრებილები. მადლობა გადავუხადეთ უფალს, რომ ერთად ვიყავით. მეორე სადღეგრძელო ეკუთვნის ჩემს სამშობლოს. ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო შევსვით მაშინ, როცა შეისვა სტუმრის სადღეგრძელო. პირველი ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი და ბოლოს კვირიკაშვილი . აი, ამ მიმდევრობით ითქვა სადღეგრძელო.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






