როგორც ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ღიად სთხოვდნენ ჩვენებებს ალესანდრე მარგიშვილის წინააღდეგ.
მისი ინფორმაციით, შუამავალი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი იყო, რომელიც მას პროკურატურის იმდროინდელი მაღალჩინოსნების ირაკლი შოთაძის და გიორგი გოგაძის დანაბარებს.
„როდესაც განვაცხადე რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო მან მითხრა, რომ ეს იციან, მაგრამ სხვა ინტერესი აქვთ. ხელი უნდა დამედო ალექსანდრე მარგიშვილისთვის, რომ მე ვითომ მისი მითითებით ვმოქმედებდი, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ ჩემთან შემოდის ადვოკატი და შემოაქვს განცხადება პროკურატურის სახელზე, სადაც დაცვის მხარე საპროცესო გარიგებად ითხოვდა წელიწადნახევარი პატიმრობის და 5 ათას ლარიანი ჯარიმის შეფარდებას. ამას ხელი მოვაწერე, თუმცა რამდენიმე დღეში ახალი პირობა მოვიდა. ეს საქმე ვერ ვითარდება ისე, როგორც ზემოთ უნდა და რამე სხვა ხომ არ ვიცით მარგიშვილის შესახებ, ამ საქმის გარდაო? ვუთხარი, რომ მარგიშვილს არც კი ვიცნობდი. სანამ გამოვემშვიდობებოდი ვკითხე, ვის დანაბარები იყო და მითხრა, რომ შოთაძის და გოგაძის. ვიკითხე ვინ ითხოვდა მარგიშვილის დაჭერას? ვუთხარი შუშის სასახლიდან კაცი ითხოვს მარგიშვილის დაჭერასთქო? მაგრამ მან პასუხი არ მითხრა“, - განაცხადა ბოდოკიამ.
მასალის გამოყენების პირობები






