"შს მინისტრისგან სირცხვილია ასეთი განცხადება!"- ზაზა ჭაია მღებრიშვილს აკრიტიკებს
სოც.მედია - 15:20, 15 Jan, 2016     5579
"სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" წევრი, ზაზა ჭაია შინაგან საქმეთა მინისტრს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ჭაიას თქმით გიორგი მღებრიშვილის მიერ თელაველი პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილის „ფსიქიურად აშლილად“ გამოცხადება უადგილო თავის მართლებაა:

„ბოროტმოქმედის მიერ, კახეთში, თავხედურად დახოცილ პოლიციელთა დაკრძალვამდე, თავს ვიკავებდი შს მინისტრის კრიტიკამდე, თუმცა საქართველოში პოლიციელებზე მოურიდებლად ვიტყვი ნადირობას, შს მინისტრის მხრიდან გამაოგნებელი კომენტარი მოჰყვა, რამაც საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ბათუმში 21 წლის პოლიციელის

მკვლელობაზე, შსს-მ სამარცხვინოდ განაცხადა, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულბდაო და მხედრული პატივიც კი არ მიაგო მას. თუმცა საზოგადოების მხრიდან მკაცრი გაკიცხვის შემდეგ უკვე იკადრეს, ბორჯომში და თბილისში დახოცილ პოლიციელთა მხედრული პატივით დაკრძალვა. თელავის საპატრულო პოლიციის ეზოში ჯერ პოლიციელთა სისხლი გამშრალი არც იყო, როცა შს მინისტრმა განაცხადა, მკვლელს „წინასწარი მონაცემებით, ფსიქიკური პრობლემები აქვს და ფსიქიკური აშლილობა აქვს“-ო. ბ-ნ მინისტრო! როცა არც ექსპერტიზებია და არც გამოძიებას დაუდგენია, თქვენ მიერ მკვლელის „ფსიქიკურად აშლილად“ გამოცხადება, საზოგადოებამ უადგილო თავის მართლებად და პოლიციელთა გაუგონარი და თავხედური მკვლელობის თქვენდაუნებურ ახსნად აღიქვა. რომ არ აღმოჩნდეს „ფსიქიკურად აშლილი“ ბოროტმოქმედი მერე რა პასუხს აძლევთ ან საზოგადოებას და ან საკუთარ ოფიცრებს? როგორ ფიქრობთ, „ფსიქიკურად აშლილმა“ პირმა, ჯერ მაინცდამაინც პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ იარაღი გადამალა, თავი მოიმძინარა და გაქცევა სცადა? ეს „ფსიქიკურად აშლილის“ ქცევას გავს? რომ არ აღმოჩნდეს მკვლელი „ფსიქიკურად აშლილი“, ხელში ხომ თქვენი და თქვენი გუნდის არაპროფესიონალზმი შეგვრჩება და ამის გამართლებას ცდილობთ? ან ვის აინტერესებს თქვენი „წინასწარი მონაცემები“, რომელიც ერთი-ერთში ჯდება პოლიციელთა მკვლელის დაცვის მხარის პოზიციასთან, რომელსაც რასაკვრიველია თავადაც სურს მკვლელი, „ფსიქიურად აშლილად“ შერაცხოს. პოლიციელთა მკვლელობა, გარდა სახელმწიფო ინტერესების შელახვისა, ტრაგედიაც არის და შს მინისტრისგან სირცხვილია ასეთი განცხადება!“- წერს ზაზა ჭაია ფეისბუკზე.

ჭაია ფოთის პროკურორის მანქანის დაცხრილვასაც გამოეხმაურა:

„ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შს მინისტრის მიერ, ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ „შეუწყნარებელი პოლიტიკის“ გამოცხადების შემდეგ, პროკურორებს, ავტომატებით ქუჩაში სროლას და დევნას თუ დაუწყებდნენ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42