ადგილობრივი თვითმმართველობა ეკუთვნის მხლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას
პოლიტიკა - 14:11, 15 Jan, 2016     1381

გთავაზობთ "რეფორმატორთა კლუბის" ექსპერტის ირაკლი კობიძის წერილს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას ეხება:

"ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს შესაბამის დასახლებაში მცხოვრები ხალხის უფლებას გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები მათ მიერ პირდაპირი წესით არჩეული საკრებულოსა და გამგებლის მეშვეობით.

ანუ, უმთავრესად საკრებულოსა და გამგებლის ამომრჩეველი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი, მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.

ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა იცნობს საარჩევნო უფლების გარდა, ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების ისეთი მონაწილეობის ფორმასაც, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, რომლის წევრობის უფლებაც დასახლების მაცხოვრებლის გარდა აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც შესაბამის ტერიტორიაზე ფლობენ უძრავ ქონებას.

საერთაშორისო გამოცდილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იცნობს უცხოელების მონაწილეობასაც მუნიციპალურ არჩევნებში - კალიფორნიის შტატის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია აშშ-ს მოქლაქეობის არმქონე პირთა საარჩევნო უფლება იმ მიზეზით, რომ ისინი არიან მუნიციპალური სერვისების მომხმარებლები, როგორც დასახლების მაცხოვრებლები.

მაგრამ, სრულიად გაუგებარია ქართული კანონმდებლობის რეგულაციები, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დისლოკაციის ადგილი განთავსებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მექანიზმი არ შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის არსს და ხელს უწყობს მთავრობას მანკიერი მეთოდებით განახორციელოს საარჩევნო პროცესზე ზემოქმედება," - წერს ,,რეფორმატორთა კლუბის” ექსპერტი ირაკლი კობიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42