მინისტრები ერაყელი სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურნენ
პოლიტიკა - 13:59, 15 Jan, 2016     2049
ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერების საკითხს საქართველოს მტავრობის წევრები გამოეხმაურნენ. იუსტიციის მინისტრის თქმით ბინადრობაზე უარი დაკავშირებული იყო სხვადასხვა შეფასებით მოსაზრებასთან, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული განცხადება იუსტიციის უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც წულუკიანმა განაცხადა აღნიშნულ პირებს შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ:

"მოცემულ პირებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. როგორც გადაწყვეტილებაშია ასახული უარი დაკავშირებული იყო, სხვადასხვა შეფასებით მოსაზრებასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთანაა კავშირში" განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც. როგორც თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის მოწმობის აღების დროს გარკვეული ხარვეზები დაუფიქსირდათ, რომლებიც საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარეობდა. ამასთანავე მათ გასავლელი ჰქონდათ კანონით დადგენილი უსაფრთხოების ნორმებიც:

„ერაყელი სტუდენტები უკვე სამი წელია საქართველოში ცხოვრობენ , მაგრამ ბინადრობის მოწმობის აღების დროს გარკვეული ხარვეზები დაუფიქსირდათ, რომლებიც საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარეობს, ასევე, მათ პროცედურებით დადგენილი უსაფრთხოების ნორმებიც გასავლელი ქონდათ . შესაბამისად, მათ ამ ეტაპზე ვერ მიიღეს ბინადრობის მოწმობა.“- აღნიშნა სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრის მსგავსად მანაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ერაყელ სტუდენტებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

საპროტესტო აქცია ერაყელმა სტუდენტებმა 12 იანვარს გამართეს. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბინადრობის უფლების ჩამორთმევა გააპროტესტეს. 10 სტუდენტს ბინადრობის უფლება იუსტიციის სამინისტრომ შეუჩერა, რის გამოც მათ ქვეყანა 30 დღეში უნდა დატოვონ. ერაყელ სტუდენტებს სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტმაც მისცა.

სტუდენტების თქმით, ბინადრობის უფლების შეჩერების მიზეზი არ უთქვამთ, მხოლოს ის უთხრეს, რომ მათი საქართველოში ყოფნა საშიშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42