ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა - ხიდაშელი
პოლიტიკა - 13:46, 15 Jan, 2016     1242

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. ქაბულის შემდეგ თინათინ ხიდაშელი გენერალური შტაბის დელეგაციასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა, სადაც ამჟამად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის პირადი შემადგენლობა ასრულებს.

თავდაცვის მინისტრი ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ როჯერ ბანისტერსაც შეხვდა. ამერიკელმა სამხედრომაღალჩინოსანმა თინათინ ხიდაშელთან საუბრისას ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი სამხედროების გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძირითადად ვისაუბრეთ ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების გარემოზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლზე. გენერალმა მადლობა გადაგვიხადა ბოლო ინციდენტის დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, როდესაც მათ აფეთქების შედეგად დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები გადაარჩინეს. ასეთი ამბები შეუმჩნეველი არ რჩებათ ამერიკელებს. ისინი მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას და სურთ დაგვიმტკიცონ, რომ წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვაქვს უსაფრთხოებასა და ამ ბაზის საქმიანობაში, აბსოლუტურად შეუფასებელია. ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ გენერალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავდაცვის მინისტრმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართულ კონტინგენტთანაც გამართა შეხვედრა. 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ ბარბაქაძემ დელეგაციას ქართული ქვედანაყოფის შტაბის შემადგენლობა წარუდგინა და სამოქმედო არეალში შექმნილი ვითარება გააცნო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველი სამშვიდობოების პრობლემებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით კი, 22-ე ბატალიონმა თინათინ ხიდაშელს ავღანეთში სამხედრო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა საჩუქრად გადასცა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრო. 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი ჯარისკაცების გადარჩენაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები, უწყებრივი მედლები "სიცოცხლის გადარჩენისთვის" მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42