გუგული მაღრაძე ჟურნალისტს: შუბა არ უნდა მეცვას? თქვენ რა ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან ხართ?
პოლიტიკა - 15:09, 15 Jan, 2016     22881
საზოგადოების რისხვა საკუთარი გამონათქვამების გამო, გუგული მაღრაძეს უკვე მესამედ დაატყდა.

ჯერ იყო პირდაპირ ეთერში გარემოვაჭრეებთან კონფლიქტი. როცა ამ უკანასკნელმა საკუთარი დაღლილობა პარლამენტში, გარემოვაჭრეების დაღლას გაუთანაბრა.

მაშინ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ გუგული მაღრაძეს ასე მიმართა:

„ერთი დღე გაატარონ თვითონ გარეთ, ქუჩაში, წვიმაში, თოვაში. ერთი დღე გაატარეთ ჩვენ გვერდით. თქვენნაირი ქალები ვართ, შვილების დედები ვართ და გავზარდეთ საუკეთესო შვილები, მომავალი თაობა. ერთი დღე გაატარეთ ჩემთან ერთად თქვენ და თქვენმა კოლეგებმა. საღამოს რომ მოხვალთ ფეხებსველი, გაყინული, გაციებული, ახლა საჭმელი უნდა გააკეთო და ღამეც ვერ დაიძინო. რომ დაწვები მერე, მაშინ გადახარშე, თურმე რას ვუძლებ მე პირადად 15 წელია“.

არანაკლებ სკანდალური იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე “სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება“.

გუშინ კი, ოლიგარქის მიერ ძველით ახალი წლის აღსანიშნავად მიწვეული გუგული მაღრაძის ჩაცმულობამ, კონკრეტულად ძვირადღირებული ბეწვის ქურქმა, ხელმომჭირნე დიასახლისების და არა მარტო მათი გულისწყრომა გამოიწვია.

„ფოტო ხომ გენიალურია და ფოტოს მიღმა რამდენი საინტერესო ამბავია. მოტეხილი ქოცები, "შუბები", სუფრა, საიდუმლო სერობის დეტალები, ყელში გაჩხერილი ლუკმები, ბესელკას კისკისი, თამადას დილემა (ჯერ პატრიარქი დალიოს, თუ ჯერ ბიძინა) p.s. ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ აი ეს შაპიტო განსაზღვრავს, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ“- წერს სოციალურ ქსელში სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან კირვალიძე იმ პირთა შორისაა, ვინც გუგული მაღრაძის ჟესტს აკრიტიკებს.

„ეს ის ქალია, ეკონომიურ ცხოვრებს რომ გვასწავლიდა და თავის დროზე ,,იმედის კვირის" ეთერიდან გარემოვაჭრეებს პასუხობდა, გარეთ რო დგახართ საგრანტო პროექტები წერეთო და მიიღებთ დაფინანსებასო. ისე თვითონაც კი არ უხდება ეს შუბა, მანქანა, მძღოლი და ყელსაბამიც. ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო გუგული. ჩვენს ბუდეებს ასე ადვილად ნუ გადაუფრენთ მაინც“- წერს კირვალიძე.

„ნიუპოსტი“ თავად დეპუტატსაც დაუკავშირდა, რომელიც თვლის, რომ „შუბას“ იმსახურებს.

„შუბა არ უნდა მეცვას? არ შეიძლება შუბა ჩავიცვა? - თქვენ რა ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან ხართ?“ - გვითხრა დეპუტატმა.

გუგული მარღაძეს ეკონომიურ ცხოვრებაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება შევახსენეთ.

„მე როცა პოლიტიკაში ვარ, ძალიან გთხოვთ მკითხეთ პოლიტიკური საკითხები. დამირეკეთ პოლიტიკურ განცხადებებზე, როდის რას ჩავიცვამ ეს ჩემი საქმეა“- აღნიშნა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42