უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ საგურამოში გამართლი შეხვედრა გუნდურობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო არაფორმალური შეხვედრა, სადაც პოლიტიკაზე საუბრი არ ყოფილა.
„ფრაქცია შევხვდით ყოფილ პრემიერ-მინისტრებს და ახალ პრემიერ-მინისტრს. ეს იყო ერთმანეთისადმი მილოცვა შობა-ახალი წლის. ეს იყო კიდევ ერთხელ გამოხატულება გუნდურობის, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვართ და არსად წასულა არც ბატონი ირაკლი და ა.შ. ჩვენ ერთმანეთს მივულოცეთ, მოვეფერეთ, მოვესიყვარულეთ, გავამხნევთ და რა თქმა უნდა მსჯელობა გვქონდა მომავალაზე“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.
ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ წევრების შეკრება „მარანში“ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






