რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის-სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, „გაზპრომის“ საკითხს მთავრობის ოპონენტები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების კრიტიკისთვის იყენებენ.
ამის შესახებ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, თუ წინა ხელისუფლება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე წუხს, მაშინ რუსული კომპანიებისთვის ელექტროსადგურები არ უნდა მიეყიდა.
„გაზპრომთან დაკავშირებით გაზის თემა კი არ არის მთავარი, მთავარი არის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად თემები სჭირდებათ. ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, სულ ბულბულები, რომ ჩამოგისვათ მიკროფონებზე ეს კრიტიკა გაგრძელდება. თვითონ თუ ასე აინტერესებდათ და წუხდნენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური არ უნდა მიეყიდათ და საერთოდ მგონი მილის მიყიდვას აპირებდნენ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






