"უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლეებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრა საგურამოში ჭავჭავაძეების მარანში გაიმართა. ორი ყოფილი პრემიერის, მოქმედი პრემიერის და დეპუტატების შეხვედრა დახურული იყო. შეხვედრას თითქმის ყველა დეპუტატი ესწრებოდა. შეხვედრამდე არც ერთ მათგანს ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






