დავით ნარმანიამ ფოტო-კონკურსის „ახალი წელი თბილისში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 18:46, 14 Jan, 2016     1236

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ფოტო-კონკურსის „ახალი წელი თბილისში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში, პირველი ადგილის მფლობელს, დავით პოპიაშვილს, 1 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ნადირაშვილს - 1 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული მარიამ სეხნიაშვილი 500 ლარით დაჯილდოვდა.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები გადასცა.

“ეს გახლავთ საინტერესო კონკურსი. საინტერესო იყო იმით, რომ ახალ წელთან და ქალაქის შესაბამის საახალწლო უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ფოტოები სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გადაარჩია და სამი საუკეთესო ნამუშევარი იქნა შერჩეული, რომელიც ერთის მხრივ, ჩვენი ქალაქის ისტორიას დარჩება და წლების შემდეგ არქივში, მუზეუმსა და ბევრ სხვა საინტერესო ადგილას შეგვეძლება ვნახოთ, თუ როგორ შეხვდა ჩვენი დედაქალაქი 2016 წელს, განახლებული, გალამაზებული, წინა წლებისგან განსხვავებულად მორთული და მეორეს მხრივ, ეს არის მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ შემოგვინახონ საინტერესო ფოტოები, რათა პერიოდულად შეგვახსენონ ის ლამაზი ადგილები, რაც ჩვენს ქალაქთან, მის ისტორიასთან და ჩვენს საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო კონკურსი გამოვიდა და სხვა მსგავს კონკურსებს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონკურსი „ახალი წელი თბილისში“ 25 დეკემბერს გამოცხადდა. 7 იანვრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გადაეღო თემატური საახალწლო ფოტო და განეთავსებინა სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ახალიწელითბილისში. საუკეთესო ფოტოსურათები, ცნობილი ფოტოგრაფებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ (მარი ნაკანი, გურამ წიბახაშვილი, ბესო გულაშვილი) გამოავლინა.

კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში გაიმართა, სადაც კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები იყო გამოფენილი. ფოტო-კონკურსი „ახალი წელი თბილისში“, თბილისის მერიის ინიციატივით, წელს პირველად ჩატარდა.

კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში დაიდებს ბინას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42