საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოადგილეებთან ერთად პარლამენტში იმყოფებოდა. მათი დეპუტატებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
როგორც ცნობილია, მინისტრმა კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქვს მის უწყებას დაგეგმილი.
ჯანელიძის თქმით, 2016 წელი მნიშვნელოვანია ევროსტურქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით.
„იცით, რომ მნიშვნელოვანი წელია ევროინტეგრაციის პროცესისთვის, შესამუშავებელია ვიზა-ლიბერალიზაციის ასოცირების დღის წესრიგი, გასაღრმავებელია სხვა სექტორული თანამშრომლობა. მნიშვნელოვანი მოვლენაა ვარშავის სამიტი. ასევე სხვა ღონისძიებები, რომლის განხორციელების დროს მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს ჯანელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






