დროშას აღმართავენ მაშინ, როცა სულს თავისუფლება სწყურია- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 16:30, 14 Jan, 2016     1601
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ერივნული სიმბოლოს დღე მიულოცა და დროშის, როგორც თავისუფლების სიმბოლოზე ისაუბრა. მისი თქმით, სპციალურად ამ დღისთვის ეროვნული დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელსაც გერბთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეინახავენ.

"მოგესალმებით ახალგაზრდებო ვინც დღეს 9 წერტილში ქვეყნის ეროვნული დროშა აღმართეთ. მივესალმები იუნკერებს, რომლებიც დროშის ჭეშმარიტი დამცველები არიან და ყველა ქართველს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ჩვენ დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც გერბთან ერთად სასახლეში იქნება დაბრძანებული.

ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს.

დროშა არის ისტორიული გმირობის მატარებელი, ჩვენი დროშა მომავლისკენ არის მიმართული. როცა ამ მნიშვნელოვანი სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ვფიქრობთ მომავალ გამარჯვებებზე და წარმატებებზე, რომელსაც მომავალში მოვიმკით.

დროშას აღმართავენ მაშინ, როცა სულს თავისუფლება სწყურია. მას მართავენ ყველაზე მაღლა, რათა ყველამ დაინახოს და იამაყოს. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი ადამიანებით, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ დროშის დღეს და ბედნიერებას გისურვებთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42