"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს გამოიკვლევს.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ინტერესებს, სწორედ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი დაიცავს.
„პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის იმ საკითხებს, რაზეც ელისაშვილის საუბრობს და რაზეც ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს ან თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მიკერძოებულად“, - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა და პროკურატურა საქმის ჩაფარცხვაში დაადანაშაულა.
„პროკურატურა ცდილობს საქმის ჩაფარცხვას. არაფერი არ მელანდება. ნამდვილად მსურდა, რომ გამოძიება ნორმალურად წასულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მტავარი და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს ჩემი და ზვიად ქორიძის, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენლის ჩვენებები ამ საქმეზე“, - განაცხადა ელისაშვილ.ა
მასალის გამოყენების პირობები






