საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა
პოლიტიკა - 14:01, 14 Jan, 2016     1536

დღეს საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.

სახელმწიფო დროშა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან 08:00 საათზე აღმართეს.

საქართველოს დროშის დღე ბათუმშიც აღინიშნა. ბათუმის საზღვაო აკადემიის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გმირთა საფლავებთან შეიკრიბნენ და საქართველოს ჰიმნის თანხლებით საქართველოს დროშა აღმართეს.

„სახელმწიფო სიმბოლიკა და ასეთი დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამუნა სურმანიძემ

კახეთში, 11:00 საათზე ლაგოდეხის გამგეობასთან, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს დროშა ჰიმნის ფონზე აღმართეს. საზეიმო ღონისძიებას ლაგოდეხში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კახეთში ღონისძიება ახმეტაშიც გაიმართა.

საქართველოს დროშის დღე ახალციხეშიც აღნიშნეს, ყაზბეგში და მარნეულში ახალგაზრდებმა დროშა იუსტიციის სახლებთან აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

სტუდენტებმა სახელმწიფო დროშები შინდისში, გმირთა მემორიალთან და ბოლნისში გამგეობის შენობასთანაც აღმართეს.

სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში 15:00 საათზე ჩამოვლენ და საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.

ახალგაზრდებს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42