თინა ხიდაშელი ავღანეთში ქართველ სამხედროებს ეწვია
პოლიტიკა - 12:51, 14 Jan, 2016     1456

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ეწვივნენ. ვიზიტი ქაბულში, ცენტრალური სარდლობის ბაზაზე სტუმრობით დაიწყო.
დელეგაცია 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები და ქვედანაყოფის მიერ ავღანეთში მიღებული გამოცდილებით დაინტერესდა. შეხვედრის დიდი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ალფა“ ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ქობალიამ მინისტრს, პირადი შემადგენლობის სახელით, სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე დაჯილდოვდა ასეულის I კლასის რიგითი რუსუდან ივანეიშვილი. მას ჯილდო ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ გადასცა.

თინათინ ხიდაშელი ასეულის მეთაურის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო ბრიფინგსაც დაესწრო. შემდეგ კი დელეგაცია მართვის ცენტრსა და ბაზის გამშვებ პუნქტებს ეწვია.
ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ვიზიტის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ ტიმ რედფორდს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთში კოალიციური ძალების სამომავლო გეგმებსა და მასში ქართული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე იმსჯელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42