შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, პოლიცია დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს და ნებისმიერი კანონდამრღვევი, ვინც სამართალდამცველის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებს.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო დანაშაულს შეუწყნარებელ პოლიტიკას უპირისპირებს.
„ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური შედეგები. ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი შეღავათი და არანაირი თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათავალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან. მიუხედავად კრიმინალთა დამცველების მხრიდან პოლიციელების მიმართ გაჟღერებული ინსინუაციებისა, პოლიცია არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს. იგი იმოქმედებს კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. ნებისმიერი პირი, ვინც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციელისადმი პასუხს აგებს სრული სიმკაცრით. მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ვაცხადებ, რომ ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეუვალი და ერთად ამ გზაზე აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები“, - განაცხადა შს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






