არასამთავრობოები გარდაბანში სამხედრო მოსამსახურებისთვის სპეცუბნების გახსნას ეხმაურებიან და თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ.
ისინი მოითხოვენ მტკიცებულებას, რომ სამხედროები, რომლებიც სპეცუბანზე ხმას მისცემენ, ბაზაზე ერთწლიანი ვადით არიან დისლოცირებული.
„საბოლოო ჯამში თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ისეთი კანონპროექტი, რომელიც სრულიად ვერ აგვარებს ამ პრობლემას და სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ რჩებათ შესაძლებლობა ხმა მისცენ კანდიდატს იქ, სადაც ისინი არ იქნებიან რეგისტრირებული. ჩვენ მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს, რათა მათ მოგვაწოდონ იმის მტკიცებულება, რომ ნამდვილად ერთწლიანი ვადით არიან ეს სამხედრო მოსამსახურეები ამ ადგილას დისლოცირებულნი. თუ არ მოგვაწვდიან ამ მტკიცებულებას, ეს იქნება დასტური, რომ არ არსებობს მექანიზმი და ეს პროცესი არის გაუმჭირვალე“, - ამბობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ცესკოს გადაწყვეტილებით, 28 იანვარს გარდაბანში დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნების დროს 700 სამხედრო მოსამსახურისთვის სპეცუბანი გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






