ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იყო და რჩება აზერბაიჯანი - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 21:15, 13 Jan, 2016     1431
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი და საქართველოს ძირითადი პარტნიორი ამ საკითხში იყო და რჩება აზერბაიჯანი.

დავით უსუფაშვილმა მედიასთან ამ საკითხზე დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისაუბრა, სადაც ლიტვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს, ძალიან ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს ჩვენ გამოვძებნეთ „გაზპრომი“ და ახლა გავმართეთ მათთან მოლაპარაკებები. „გაზპრომთან“ საქართველო მუდმივად, ამ წლების განმავლობაში იყო ხელშეკრულებით ურთიერთობაში. ამ ხელშეკრულებებს აქვს პირობები და მას აქვს ვადები. „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაგრძელება იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს საკუთრებაში არსებული მილსადენი, რომელიც მოხერხდა თავის დროზე და არ გაიყიდა, არ მიეყიდა რუსეთს და გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ამაზე საუბრობდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ გაზსადენში გადის გაზი, რომელიც მიეწოდება სომხეთს. ამასობაში, ამ გაზსადენის ოპერირების პირობები, საქართველოს მიერ ტრანზიტის საფასურის ვადები, პირობები, სხვა საკითხები, რომელიც ამასთან დაკავშირებულია, არის აუცილებლად მოსალაპარაკებელი. ამიტომ, თავისათავად, მოლაპარაკების ფაქტში რა სიახლე და რა პრობლემაა, მე არ მესმის“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების შესახებ გაჩენილ დამატებითი კითხვებს უფრო დაწვრილებით გასცემს პასუხს.
„ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და ძირითადი პარტნიორი ამ საკითხში იყო და რჩება აზერბაიჯანი. რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ეს თურქეთიდან, ირანიდან, ხვალ სომხეთში თუ აღმოჩნდება გაზი და იქედან შეგვეძლება დამატებითი საჭიროებისთვის, თუ დაგვჭირდა იქიდან შემოვიტანოთ. ეს შესაძლებლობები, ეს ვარიანტები საქართველოს უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42