რუსეთი კვლავ დაგვაყენებს მუხლებზე, აზერბაიჯანის გაზს ვეღარ დავიბრუნებთ - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 18:51, 13 Jan, 2016     2047
საქართველოს ხელისუფლებასა და რუსული ენერგოგიგანტის შორის გამართული მოლაპარაკებები საზოგადოებისა თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან განსჯის საგანი გახდა.

ხელისუფლების ხრიდან სხვადასხვა დროს გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კითხვის ნიშნებს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, არამედ აზერბაიჯანულ მედიასაც უჩენს.

ჟურნალისტები ინტერესდებიან იმ მიზეზით, რის გამოც ჩვენი ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანის მხრიდან გაზმომარაგებაზე არანაირი პრობლემა არ შექმნია, ისწრაფვის, დაარღვიოს კავშირები სანდო პარტნიორთან.

ქართველი ექსპერტების ვარაუდით „კომუნიკაციის არსებობის" აღიარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება სავარაუდოდ რუსულ მხარესთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

რა რისკები ახლავს რუსულ გაზს და რამდენად დაცული იქნება საქართველოს ენერგო უსაფრთხოება, რას მივირბთ გაზპრომის სანაცვლოდ? - ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას „ნიუპსტი" თავადაცვის ყოფილი მინისტრთან შეეცადა.

დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ „ის მავნებლობა, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ძვირად დაგვიჯდება საქართველოს“.

-ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას პიკური მოხმარებით ხსნის, რომელიც კალაძის თქმით საქართველოს ზამთარში აქვს, მთავრობა ამ მიზეზით და დაბალი ფასის არგუმენტით ამართლებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას...

-საუბარი იმაზე, რომ ჩვენი რუსეთი გაზს უფრო იაფად ვიდრე აზერბაიჯანი არარეალისტურია, ეს არ მოხდება ორი მიზეზის გამო. პირველი: რუსეთი სომხეთს, თავის სტრატეგიულ პარტნიორს გაზს აძლევს 220 დოლარად, აზერბაიჯანი ჩვენ გაზს გვაძლევს 190 დოლარად. შესაძლებელია, რუსეთმა იმაიმუნოს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაზი შემოგვთავაზოს უფრო იაფად, ვიდრე აზერბაიჯანი გვაძლევს. თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იმ მოცულობს გაზს, რომელსაც აზერბაიჯანიდან ვიღებთ, შემდეგში ვერ მივიღებთ.

თურქეთი აზერბაიჯანს ეხვეწება, რომ გაზი მიყიდოს, ევროპა აზერბაიჯანს ეხვეწება რომ გაზი მიყიდოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ როგორც კი რუსულ გაზზე გადავალთ, ეს გაზი ეგრევე გაიყიდება ევროპის ქვეყნებში ან თურქეთში.

მთავრობაში ბევრს ჰგონია, რომ თუ რუსეთი კვლავ შანტაჟზე გადავა, აზერბაიჯანის გაზს დაუბრუნდებიან ისევ, თუმცა ეს ვერ მოხდება, რადგან აზერბაიჯანი ამ გაზს ეგრევე გაყიდის ბევრად უფრო ძვირად. მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენ აზერბაიჯანთან ხელშეკრულებას ვდებდით გაზის შესყიდვაზე, რუსეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, რომ გაზში, რომელაც შენ ქართველებს 190 დოლარად აძლევთ, ჩვენ გადაგიხდით ამაში 350 დოლარსო. ამას რატომ აკეთებდა, რომ თუ ამ გაზს რუსეთი აზერბაიჯანისგან აიღებდა, საქართველო დარჩებოდა რუსეთთან მარტო და რამდენსაც დაგვიწესებდა რუსეთი იმდენს გადავუხდიდით გაზში.

-სუფთა ეკონომიკურად რამდენად მომგებიანია რუსეთისთვის საქართველოს დაბალ ფასში მიაწოდოს გაზი?

- ყველას ვისაც ეკონომიკა ესმის, იცის რომ ფასი კონკურენციას მოაქვს. სანამ საქართველოში არის აზერბაიჯანული გაზი, მანამდე ფასი იქნება შედარებით დაბალი. როგორც რუსეთი მიზანს მიაღწევს და აზერბაიჯანი იმ გაზს, რომელსაც ჩვენ გვაძლევს სხვაგან გაყიდის, რუსეთი აწევს ფასს.

- გაზპრომი კრემლის პოლიტიკური იარაღი რომ არის ამაზე არავინ დაობს, უფრო კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობასა და გაზპრომს შორის მოკლაპარაკება წარმატებით დასრულდა?

- კრემლის სურვილი საქრთველოში შევიდეს რუსული კომპანია კავშირშია იმ რკინიგზასთან რომელიც რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში გაჰყავს. ამ რკინიგზის აღდგენის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანია, იმიტომ რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა ნიშნავს მთლიან გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლას რეგიონში. შეიქმნება პირდაპირი ხაზი რუსეთ-სომხეთი-ირანი, რომლის შექმნას ეწინააღმდეგება აზერბაიჯანი, თურქეთი და დასავლეთი.

მოკლეთ რომ შევაჯამოთ, ჩვენ შევდივართ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. თუ აქ შემოვიდა რუსული გაზი და აზერბაიჯანს უარი ვუთხარით გაზის შესყიდვაზე, აზერბაიჯანი ამ გაზს უფრო ძვირად გაყიდის ევროპაში. შემდეგ მხოლოდ რუსეთის იმედზე ვიქნებით და ის კვლავ დაგვაყენებს მუხლებზე. აზერბაიჯანის გაზს ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42