საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, წერილში სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე გიორგი მარგველაშვილის შეკითხვების შინაარსია წარმოდგენილი.
„საქართველოს მთავარი პროკურორის დღევანდელი განცხადების შემდეგ ჩავთვალე საჭიროდ, მიმემართა წერილობით პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მის საჯაროდ დასმული კითხვეების შინაარსი. ეს წერილი უკვე გაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. იმედია, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარებს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტს რაიმე შეკითხვა აქვს, ის მზად არის ამ კითხვებს უპასუხოს.
მასალის გამოყენების პირობები






