ინტელექტკლუბის წევრები შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ
პოლიტიკა - 17:30, 13 Jan, 2016     1802
ინტელექტკლუბის ვიცე-პრეზიდენტი „ქართული ოცნებასა“ და კლუბის წევრებს შორის კონსულტაციების არსებობას არ გამორიცხავს.

ლაშა კილაძის თქმით, პირადად მასთან ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ მოაზროვნეების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში მოსვლა დადებითი მოვლენა იქნება.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენლების პოლიტიკაში მოსვლა იქნება პოზიტიური და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალით მოვლენ ისინი. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის პროგრესული მომენტი. რაც შემეხება მე, კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ შემოთავაზების შემთხვევაში ამას არ დავმალავ და განვაცხადებ“, - განაცხადა კილაძემ.

კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ასევე ინტელექტუალური კლუბის წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც კოალიციის რიგებში დიდი ხნის წინ გაწევრიანდა.

„ეს არის სამუშაო პროცესი. ვიღაცეებმა შეიძლება გაიარეს გასაუბრება, ვიღაცაზე შეიძლება პიროვნული დაინტერესება ჰქონდეს პარტიას. პირადადა მე მივესალმები ამ კლუბის წევრების საჯარო აქტიურობას ნებისმიერი ფორმით. თუ ისინი იქნებიან რაიმე ფორმით ჩვენს კოალიციაში, ეს იქნება ძალიან კარგი. ამ ადამიანებს აქვთ პოზიტიური რესურსი, რომელიც შეიძლება ქვეყანას მოხმარდეს“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ინტელექტუალების „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

„ესეც შეიძლება. რაც მეტი ინტელექტუალი და მეტი განათლებული ადამიანი მოხვდება პარლამენტში , ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკეთესი იქნება. კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია“ , - ამბობს კობახიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრები ვიხილოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42