არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი და აზერბაიჯანის თანამშრომლობის განვითარებას - პრემიერი
პოლიტიკა - 17:10, 13 Jan, 2016     1200

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან" უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანია „სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი, აზერბაიჯანული მხრიდან კი - კომპანია „სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და „სოკარ ჯორჯია"-ს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

მხარეებმა არსებული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და კომპანია „სოკარს" შორის გაგრძელდება და გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობა.

„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან" უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ პრობლემებს, რომელიც საქართველოში ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდების სეზონური დაბალანსების თვალსაზრისით არსებობს.

ამ ეტაპზე ორივე მილსადენი, რომლითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს აზერბაიჯანიდან, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის სრული გაზმომარაგებისთვის საკმარისი არ არის. აღინიშნა, რომ იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელიც არსებული მილსადენებიდან დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობას მოგვცემს. მხარეებმა განიხილეს დეფიციტის შევსების ტექნიკური გზები და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სამუშაო ფორმატში გააგრძელებენ.

კომპანია "სოკარმა" ასევე დაინტერესება გამოთქვა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მიმართ, რომლის განხორციელების დაწყებაც 2016 წელს იგეგმება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შაჰდენიზის" მეორე ფაზის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულების შემდეგ დამატებითი მოცულობის გაზს საქართველო 2019 წლიდან მიიღებს.

კომპანია „სოკარის" პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. როვნაგ აბდულაევმა, ასევე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს ახალი წელი და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42