კალაძის მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის მოწოდებულ პასუხებს- თამარ კორძაია
პოლიტიკა - 15:10, 13 Jan, 2016     1038
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრის მიერ Gazprom-თან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია 30 ოქტომბერს სამინისტროდან ფრაქციაში მიღებულ პასუხებს არ შეესაბამება. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

"ჩვენ გვაინტერესებდა, იზრდებოდა თუ არა საქართველოში რუსული გაზის მიწოდება და თუ იზრდება, რა სეგმენტზე. ეს არის სოციალური გაზი თუ კომერციული მოწოდება, ასევე გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება Gazprom-თან ურთიერთობას მოჰყვეს. გუშინ ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ "სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სოკართან გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო Gazprom-იდან კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა, თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ხელშეკრულება". შესაბამისად, ამ პასუხში ჩანს, რომ რუსეთიდან გაზის ექსპორტის გაზრდა არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა . გუშინ კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად, რაც აქვს საქართველოს. მაშინ, გვჭირდება დასაბუთება, რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ ეს პირობები შეიცვალა"- განაცხადა კორძაიამ, მისი თქმით რესპუბლიკური პარტიისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ისიც, რამდენად გათვლილი აქვს ხელისუფლებას გაზის მიწოდების გაზრდის მიზეზით რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების პოლიტიკური ფასი.

"პასუხი იყო ასეთი- "იმის გათვალისწინებით, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ Gazprom-იდან კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას". შესაბამისად, ორი თვის წინ პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია არ ხდებოდა, ჩვენ გვაინტერესებს, რადგან ამ ორი თვის განმავლობაში ვითარება შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია. გვჭირდება, ვიცოდეთ, რა მოხდა ფაქტობრივად ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ამ წერილის შინაარსი შეიცვალა"- აღნიშნა კორძაიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42