ირაკლი ალასანია აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა
პოლიტიკა - 15:17, 13 Jan, 2016     1042

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აშშ–სსახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო- ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფერო. როგორც აშშ–ს სახელმწიფომდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, აშშ-ს ინტერესებშია საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ევროპული დემოკრატიული ქვეყანა და ამ მიზნის მიღწევის გზაზე საქართველოს ქმედითად დაეხმარება. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა ამერიკელ კოლეგას, პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში აქტიური მხარდაჭერის ფორმებზე საკუთარი ხედვა გაუზიარეს.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისპერსპექტივებზე. ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოსმშვიდობიანი საარჩევნო წელი. მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ამ არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას, რაც დაეხმარება საქართველოს განამტკიცოს მოწინავე ქვეყნის იმიჯი რეგიონში და ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42