„პირველ რიგში მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ამ წელს და ასევე პირველი შეხვედრა პრემიერთან, ამ რანგში. შეხვედრის შესახებ რაც შემიძლია გითხრათ, შეხვედრას ორივე მხარის უმაღლესი წარმოამდგენლები ესწრებოდნენ - „სოკარის“ პრეზიდენტი აბდულაევი , "სოკარის" საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი და მე. ჩვენ განვიხილთ ტექნიკური საკითხები, პიკის პერიოდში გაზის მიწოდების შესახებ" - განაცხადა მამედოვმა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ ტექნკურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს აქვს ზამთარ-ზაფხულის პერიოდში გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ მამედოვმა განამრტა, რომ გაზის მიწოდების კუთხით, სოკარს, როგორც კომერციულ ოპერატორს, პრობლემა არ აქცვს.
,,ბუნებრივი სეზონურად, გაზის მიწოდების რაოდენობა იზრდება. ჩვენ განვიხილეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან გაზის დეფიციტი. შევთანხმდით, რომ ჩვენი ექსპერტების ჯგუფი ამ საკითხზე იმუშავებს. ჩვენი მიზანია ზამთრის პერიოდზე უფრო კონცეტრირება, გაზის მიწოდების გაზრდის კუთხით. ვინაიდა, სოკარი წარმოადგენს კომერციულ ოპერატორს, ამის შესაძლებლობა დღეს არსებობს.
ასევე განვიხილეთ საქართველოს გეგმები მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტს მივესალმებით და მონაწილობას ვიღებთ. ტარიფებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რაგდან ექსპერტების ჯგუფები ამ საკითხზე მუშაობენ.“-განაცხადა მამედოვმა.
ჟურანლისტის კითხვაზე რომელიც გაზპრომთან მოლაპარაკებებს შეეხო, მამედოვმა უპასუხა „ჩვენ გაზპრომთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.“
მასალის გამოყენების პირობები






