ენმ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად აფასებს
პოლიტიკა - 13:13, 13 Jan, 2016     1181
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური კომპანია სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლის განცხადებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. წიკლაურის თქმით სოკარის წარმომადგენლის განცხადება კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ცრუობს და გაზპრომთან მოლაპარაკებები არა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არამედ ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგების გამო ხდება:

„გუშინ გვიან ღამით გავრცელდა სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლის განცხადება სადაც აზერბაიჯანული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ აზარბაიჯანს არ ააქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია შუფერხებლად მოაწოდოს ბუნებრივი აირი საქართველოს. ამ განცხადებით დადასტურდა რომ ყველა ის განცხადება რომელსაც აკეთბდა საქართველოს მთავრობა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მინისტრ კალაძის უშუალო განცხადებები იყო უბრალოდ ტყუილი და არანაირად არ შესაბამებოდა სინამდვილეს. გამომდინარე სოკარ ჯორჯიას განცხადებიდან, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არც ეკონომიკური ლოგიკა იმისათვის რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს მოლაპარაკებები გაზპრომთან და გაზარდს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ენერგეტიკული წილი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე. შესაბამისად თუ კი ეს მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა და თუ კი ხელისუფლებამ კვლავ მისცა შესაძლებლობა გაზპრომს რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობებით ქართულ ბაზარზე, ჩვენ ამამს განვიხილავთ გაზპრომის ყველაზე დიდი აქციონერის ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი კეთილდღეობის და პირადი გამდიდრების მიზნით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ გაზპრომთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება შეიძლება გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისათის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42