„საქმე იმაშია, რომ მთლიანი გაზის მარაგის დაანგარიშებისას, საქართველო ანგარიშში თვლის იმ გაზსაც, რომელსაც ის რუსეთისგან ტრანზიტისთვის იღებს. ეს შეადგენს მთლიანი მოცულობის 10-15 პროცენტს და იმ შემთხვევაში , თუ რაიმე ტექნიკური შეფერხეხება ან გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს რუსეთის ან აზერბაიჯანის მხარეს მაშინ კორექცია დროილად ხდება. მხარეები ამ მეთოდით მუშაობენ უკვე 7 წელია და მიწოდების პრობლემა ჯერ არ წარმოქმნილა.“- განაცხადა მამედოვმა.
მამედოვის განცხადებით საქართველო გაზს სამი მილსადენით იღებს:
„პირველი- ეს არის SOCAR-ის გაზსადენი გაჯიგაბულ-გარდაბანი, რომლის გაზის მიწოდების სიმძლავრეც დღე-ღამეში 6,5 მილიონ კუბამეტრს შეადგენს. მეორე- ეს არის სამხრეთკავკასიის გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რომლითაც საქართველო გაზს „შაჰდენიზიდან“ იღებს 3 მილიონი კუბამეტრი დღე-ღამეში და არის მესამე მილსადენი რუსეთიდან. ყველა მილსადენში გაზის მიწოდება საქართველოს ბალანსის და საჭიროებების გათვალისწინებით ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.“- აღნიშნა მამედოვმა.
მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანი მუდმივ კონტაქტშია ქარტულ მხარესთან, მართავს დაგეგმილ შეხვედრებს და თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავს.
2015 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოს მოეწოდა 1,5 მილიარდი კუბამეტრი გაზი. აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელია და მისი წილი მთლიან მოცულობაში 77,9 %-ია.
მასალის გამოყენების პირობები






