საქართველომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს - ევროსაბჭო
პოლიტიკა - 10:00, 13 Jan, 2016     1978
საქართველომ უნდა განაგრძოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება.

ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოში ვიზიტის შემდეგ თავის ანგარიშში წერს, რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოში სასამართლო რეფორმებმა გარკვეული დადებითი შედეგები გამოიღო. კერძოდ, შემცირდა პროკურატურის ორგანოებზე გავლენა, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე მუშაობა და გაუმჯობესდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. თუმცა, სტრუქტურული პრობლემები კვლავ მოითხოვს სერიოზულ ყურადღებას, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების კუთხით“ - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საჭიროა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რათა გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ასევე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე და მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა, რაც მოქალაქეების მიერ მათ სახლებთან აქციების გამართვით, შეურაცხყოფითა და მუქარით გამოიხატებოდა.

„კომისარი შეშფოთებულია იმ პოლიტიკურად მოტივირებული ზომების გამო, რომელიც ოპოზიციის წევრების მიმართ ტარდება. განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

სასამართლო სისტემაზე ზეოლის კიდევ ერთ ფაქტად მოყვანილია რუსთავი 2-ის საქმე.

"პროცესმა უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია. კომისართან მოსაუბრეთა უმეტესობა კი ნეგატიურად აფასებდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუვნეყოს მოსამართლეთა სამუშაო პირობები" - ხაზგასმულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას , უზრუნველყონ სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და რელიგიური ჯგუფების დაცვის საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სიძულვილის ენაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42