NGO-ები "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ
პოლიტიკა - 17:53, 12 Jan, 2016     1396

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად საქართველოში აზერბაიჯანული გაზის 50% ირანული გაზით ჩანაცვლდება, რომელიც ქვეყანაში "გაზპრომის" საკუთრებაში მყოფი მილსადენის საშუალებით შემოვა.

ამის შესახებ NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ენერგეტიკის მინისტრს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვენ, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები გასაჯაროვდეს.

"გასული წლის 10 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფმა, ღია წერილით მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს. აღნიშნულ წერილში ვითხოვდით, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, "გაზპრომსა" და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საჯარო საკომიტეტო მოსმენაზე მოეწვია ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი კახი კალაძე. სამწუხაროდ, დღემდე, აღნიშნულ მიმართვას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ამავე დროს, გასული ორი თვის მანძილზე, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრძელდება ბატონი კალაძის შეხვედრები გაზპრომის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. პრესაში ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმ ხელშეკრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ წლიურად მოხმარებული აზერბაიჯანული გაზის 50% ირანული გაზით ჩანაცვლდება, რომელიც ქვეყანაში სომხეთის გავლით, "გაზპრომის" საკუთრებაში მყოფი მილსადენის საშუალებით შემოვა. შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით.

ვინაიდან საკითხი ცდება ჩვეულებრივი კომერციული მოლაპრაკებების ჩარჩოებს და სერიოზული რისკების შემცველია ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, ჩვენ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდეს ჩატარებული შეხვედრებისა და გამართული მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება, ხოლო საქართველოს პარლამენტში შედგეს ხსენებული საკითხის ღია საკომიტეტო განხილვა. როგორც ჩვენი 5 ნოემბრის წერილში აღვნიშნავდით, "გაზპრომი" არის რუსული პოლიტიკური გავლენის სერიოზული იარაღი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, არაგამჭვირვალე ორგანიზაცია.

შესაბამისად, ქართულ ბაზარზე გაზპრომის რაიმე ფორმით დაბრუნება და ამით მისთვის საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ბერკეტის გადაცემა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ეს ზიანს მიაყენებს როგორც საქართველოს უსაფრთხოებას და სასიცოცხლო ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრი", "საქართველოს ატლანტიკური საბჭო", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური კვლევების ინსტიტუტი", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS)", "სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში", "საზოგადოებრივი მოძრაობა ივერია", "სტრატეგიული კომუნიკაციის და დემოკრატიის ცენტრი", "Georgian review" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42