„გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ივანიშვილი იქნება მთავარი ფაქტორი, მაგრამ გადამწყვეტი არ უნდა იყოს მხოლოდ ის. წინა არჩევენებზე ყველამ დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი რადგანაც მოვიდა პოლიტიკაში, ვინც არ უნდა შეიყვანო სიაში, ყველა გავა, რადგან ყველა გავა, მოდი რატომ ვეძებოთ კარგები. ზოგმა ბიძაშვილი, ზოგმა ქმარი, ზოგმა ცოლი მოიყვანა, წავიდა ჯირითი ამ მიმართულებით, რომ თავის დროზე ეს სია რაც შეიძლება თავისი ახლობლებით გაევსოთ. ეს გვაჩვენა არჩევნებმა, განსაკუთრებით მაჟორიტარულზე, მთელ რიგ რეგიონებში არჩევნები წავაგეთ. ამან აჩვენა მაშინვე რა თქმა უნდა გადამწყვეტი ფაქტორია ივანიშვილი, მაგრამ მხოლოდ მის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. ნებისმიერს ვერ გავიყვანთ თუ ეს არ გავამაგრეთ ავტორიტეტული პიროვნებებით, რომელთაც თავის რეგიონში აქვთ დადებითი იმიჯი. ამომრჩეველი უკვე მეორედ აღარ მისცემს მხოლოდ ბიძინას გამო, განსაკუთრებით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე პიროვნებებს ხმას“, - განაცხადა მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






