როგორც თემის კომენტირებისას უმრავლესობის დეტუტატმა ზაზა პაპუაშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, აღმასრულებელი მდივანი თავის განცხადებაში არაკორექტული იყო.
„უფრო კორექტული რომ ყოფილიყო ეს ახალგაზრდა კაცი, კარგი იქნებოდა. იმედია გაიზრდება, დაბალანსდება და შემდეგში მეტად გააზრებულ განცხადებებს გააკეთებს. რაც შეეხება მსახიობების პარლამენტში ყოფნას, ჩვენ ამ ბრძოლაში დაგვიძახეს და დავეხმარეთ ამ ადამიანებს გამარჯვებაში და მოვხვდით საკანონმდებლო ორგანოში. ზოგიერთი მკვდარი პოლიტიკოსის და მკვდარი პოლიტიკური პარტიის გამოცოცხლებაში ჩვენ - მსახიობებს და სპორტსმენებს მიგვიძღვის წვლილი, ჩვენი ავტორიტეტით, რომელიც ძალინ ბევრი პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს აღემატებოდა“- აღნიშნა მსახიობმა, პარლამენტის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე, „მკვდარ პოლიტიკურ პარტიაში“ „რესპუბლიკელები“ ხომ არ იგულიხმა, დეპუტუტატმა ამ თემის განვრცობა არ ისურვა.
„ჩვენ კალთები არავისთვის დაგვიხევია, გინდა თუ არა სიაში შეგვიყვანეთო. ხომ არ ჰგონიათ, რომ მსახიობებსა და სპორტსმენებს ჭკუა არ აქვთ და ვერ აზროვნებენ? - ძაან შემცდარან. მე ამაზე კამათს არ დავიწყებ, მაღლა დავდგები“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






