საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სრულიად დახურული და გაუმჭვირვალეა- "მწვანე ალტერნატივა"
პოლიტიკა - 11:39, 12 Jan, 2016     1115
საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაზის სფეროში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სრულიად დახურული და გაუმჭვირვალეა, რაც კოგნიტური ინტერესების გატარების დიდ შესაძლებლობას ქმნის. ეს კი, საბოლოო ჯამში, დიდი საფრთხის წინაშე აყენებს როგორც საქართველოს ენერგო-განვითარებას, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობას.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ენერგეტიკის სექტორში და მაქსიმალურად დაახლოს ის ევროკავშირის რეგულაციებთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გზით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა, ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულიანი ენერგეტიკის სექტორის ჩამოყალიბება.

„გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებების დადების, ასევე, კომპეტენტური ორგანოების მიერ ლიცენზირებისა და ნებართვების მინიჭების პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის. ამ პროცესების დუხურულობა კი წინაპირობაა იმის, რომ ეს თუ ის კომპანია შესაძლოა აღმოჩნდეს განსაკუთრებულ პირობებში, ხოლო მავანმა მიიღოს პირადი სარგებელი.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც გრძელდება სხვადასხვა კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმების ეს სამწუხარო პრაქტიკა. ამასთან, თავად ენერგეტიკის სამინისტრო აღიარებს, რომ არსებული კონტრაქტების ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპის ენერგო-გაერთიანების პრინციპებს და ითხოვს ევროპული მხარისგან გამონაკლისების დაშვებას. ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ მიმდინარე მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომლის საგანი იცვლება იმის და მიხედვით, რომელი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე პასუხობს მედიას (ზოგ შემთხვევაში, საუბარია გაზის გატარებაზე, ზოგ შემთხვევაში – ბაზრის დივერსიფიკაციაზე), მეტად შემაშფოთებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ენერგეტიკის სამინისტროს:

-დააჩქაროს ევროპის ენერგო-გაერთიანებაში გაწევრიანება და ყველა ახალი მემორანდუმი თუ ხელშეკრულება გაფორმდეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმებით;

-უზრუნველყოს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42