არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროკურატურაში შექმნილ საბჭოსთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
როგორც სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ვერძული ამბობს, ის აპირებს უწყებიდან გამოითხოვოს დოკუმენტაცია, რომელიც საბჭოს საქმიანობას დაარეგულირებს.
„არ ჩანს, თუ რა ტიპის საბჭოს შექმნაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას და გამოვითხოვოთ დოკუმენტაცია, რომელიც საბჭოს საქმიანობას არეგულირებს. გაუგებარი რჩება ის საკითხები, რომელზეც საბჭო იმუშავებს, გადაწყდება კოლეგიურად საბჭოს მიერ, თუ ის უბრალოდ მთავარ პროკურორს შესთავაზებს სარეკომენდაციოდ, გადაწყვეტილებების სამუშაო ვერსიებს და შემდეგ ისევ მთავარი პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას სოფო ვერძეულმა.
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფუნქციაც იქნება უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა. კ
მასალის გამოყენების პირობები






